"Best Western Hotels & Resorts"-ის შესახებ

 

 

 "Best Western Hotels & Resorts"-ს 70 წლიანი გამოცდილება აქვს სასტუმრო ბიზნესში და მისი სასტუმროები განლაგებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში - განკუთვნილი ყველა სახის მოგზაურისთვის.

სტუმრებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ ამ 13 უნიკალური, დამოუკიდებლად მართული ბრენდიდან: Best Western®, Best Western Plus®, Best Western Premier®, Vīb®, GlōSM, Executive Residency by Best WesternSM , BW Premier CollectionSM  ,SureStay® Hotel by Best Western, SureStay Plus® Hotel by Best Western, SureStay CollectionSM., Sadie და Aiden-ი.

 თითოეული ბრენდი ინარჩუნებს ინდივიდუალობასა და სტილს, თუმცა ყველა მათგანი იზიარებს საერთო პასუხისმგებლობას კლიენტთა მომსახურების უმაღლეს სერვისზე, მიმზიდველ ფასსა და თანამედროვე პირობებზე.

 

დღეისათვის ამ ბრენდებიდან საქართველოში წარმოდგენილია:

„Best Western“ -  ოთხი სასტუმრო, აქიდან ორი თბილისში, ხოლო დანარჩენი ორი ქუთაისსა და საირმეში;  

„Best Western Plus” -  ერთი სასტუმრო ბათუმში;

"Best Western Premier" -  ერთი სასტუმრო ბათუმში.

ახლო მომავალში ამას დაემატება კიდევ ერთი  „Best Western“ - ი გუდაურში.