"BWH Hotel Group"-ის შესახებ

 

 

 

BWH Hotel Group - ეს არის სასტუმროების გლობალური ქსელი, რომელიც შედგება სასტუმროების შემდეგი 3 ცალკეული კომპანიისგან: Worldhotels Collection, Best Western Hotels & Resorts და SureStay Hotel Group-ი.

BWH Hotel Group - ი შეიქმნა, 70 წლიანი ისტორიის და დიდი გამოცდილების მქონე, სასტუმროების ცნობილი საერთაშორისო ქსელის Best Western Hotels & Resorts (BWHR)-ის ბაზაზე, მას შემდეგ რაც BWHR-ის მიერ, 2019 წელს შეძენილ იქნა ასევე კარგად ცნობილი სასტუმროების საერთაშორისო ქსელი WorldHotels Collection - ი. ეს არის ქსელი, რომელიც ცნობილია მაღალი კლასის, მდიდრული სასტუმროების შთამბეჭდავი კოლექციით, მსოფლიოს მრავალ ცნობილ ქალაქსა და კურორტზე.

ამას დაემატა SureStay Hotel Group-ი, რომელიც შედარებით მოკლე ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა BWHR-ის ხელმძღვანელობით ძალიან მოთხოვნადი გახდა ეკონომიურ სეგმენტში და დღესაც წარმატებით ვითარდება. ასე შეიქმნა სამი კომპანიისგან შემდგარი BWH Hotel Group - ი, რომელსაც დღეს უკვე გააჩნია სასტუმრო კატეგორიების სრული სპექტრი, ეკონომიურიდან უმაღალესი კატეგორიის ჩათვლით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ნებისმიერი პროექტი.

BWH Hotel Group-ი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქალაქ ფენიქსში(არიზონას შტატი, აშშ), ფაქტიურად  წარმოადგენს სათაო ორგანიზაციას ამ სამი დიდი კომპანიისთვის, რომელიც მკაცრად იცავს თითოეული ბრენდის იდენტურობას და მასთან თანამშრომლობით დაინტერესებულ მხარეებს(დეველოპერებს, სასტუმროს მეპატრონეებს და  მოგზაურებს) სთავაზობს მომსახურობის სრულ ნაკრებს. დღეისათვის ეს გლობალური ქსელი შედგება 4700-ზე მეტი სასტუმროსგან, რომლებიც განლაგებული არიან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში*.

BWH Hotel Group-ი, ცალკეული კომპანიების მიხედვით შედგება შემდეგი 18 ბრენდისგან:

Best Western Hotels & Resorts - Best Western®, Best Western Plus®, Best Western Premier®, Executive Residency by Best Western®, Vīb®, GLō®, Aiden®, Sadie®, BW Premier Collection® and BW Signature Collection®;

WorldHotels Collection - WorldHotelsTM Luxury, WorldHotels Elite, WorldHotels Distinctive and WorldHotels Crafted collections;

SureStay Hotel Group - SureStay®, SureStay Plus®, SureStay Collection® and SureStay StudioSM  franchises**.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ საიტებს: 

 www.bestwestern.com, www.bestwesterndevelopers.com, www.worldhotels.com და www.surestay.com

 

* ციფრები არის დაახლოებითი, შეიძლება შეიცვალოს და თავის თავში მოიცავდეს ისეთ სასტუმროებს, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში არიან.

 

**ქსელში შემავალი Best Western-ის, WorldHotels-ის and SureStay-ს ბრენდების ქვეშ მყოფი ყველა სასტუმრო არის კერძო საკუთრებაში და იმართება სასტუმროს მეპატრონის, ან მის მიერ დაქირავებული მმართველი კომპანიის მიერ, ამ ბრენდებისგან დამოუკიდებლად.