"BWH Hotels"-ის შესახებ

 

 

 

BWH Hotels - ეს არის სასტუმროების გლობალური ქსელი, რომელიც შედგება სასტუმროების შემდეგი 3 ცალკეული კომპანიისგან: WorldHotels® Collection-ი, Best Western® Hotels & Resorts-ი  და SureStay Hotel Group®-ი.

BWH Hotels - ი შეიქმნა, 70 წლიანი ისტორიის და დიდი გამოცდილების მქონე, სასტუმროების ცნობილი საერთაშორისო ქსელის Best Western® Hotels & Resorts  (BWHR)-ის ბაზაზე, მას შემდეგ რაც BWHR-ის მიერ, 2019 წელს შეძენილ იქნა ასევე კარგად ცნობილი სასტუმროების საერთაშორისო ქსელი WorldHotelsTM Collection-ი(WorldHotelsTM-ი 15.05.2023-დან) ეს არის ქსელი, რომელიც ცნობილია მაღალი და ლაქშერი კლასის, მდიდრული სასტუმროების შთამბეჭდავი კოლექციით, მსოფლიოს მრავალ ცნობილ ქალაქსა და კურორტზე.

ამას დაემატა BWHR-ის მიერ შექმნილი ახალი კომპანია SureStay® Hotel Group-ი(SureStay® Hotels-ი 15.05.2023-დან) რომელსაც შედარებით მოკლე ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა BWHR-ის ხელმძღვანელობით ძალიან მოთხოვნადი გახდა ეკონომიურ სეგმენტში და დღესაც წარმატებით ვითარდება.

ასე შეიქმნა სამი კომპანიისგან შემდგარი BWH Hotels - ი, რომელსაც დღეს უკვე გააჩნია სასტუმრო კატეგორიების სრული სპექტრი, ეკონომიურიდან უმაღალესი კატეგორიის ჩათვლით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ნებისმიერი პროექტი.

BWH Hotels-ი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქალაქ ფენიქსში(არიზონას შტატი, აშშ), ფაქტიურად  წარმოადგენს სათაო ორგანიზაციას ამ სამი დიდი კომპანიისთვის, რომელიც მკაცრად იცავს თითოეული ბრენდის იდენტურობას და მასთან თანამშრომლობით დაინტერესებულ მხარეებს(დეველოპერებს, სასტუმროს მეპატრონეებს და  მოგზაურებს) სთავაზობს მომსახურობის სრულ ნაკრებს. დღეისათვის ეს გლობალური ქსელი შედგება 4700-ზე მეტი სასტუმროსგან, რომლებიც განლაგებული არიან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში*.

BWH Hotels-ი, ცალკეული კომპანიების მიხედვით შედგება შემდეგი 19 ბრენდისგან:

Best Western® Hotels & Resorts (11) - Best Western®, Best Western Plus®, Best Western Premier®, @HOME by Best Western, Executive Residency by Best Western®, Vīb®, GLō®, Aiden®, Sadie®, BW Premier Collection® და BW Signature Collection®.

WorldHotelsTM(4) - WorldHotelsTM Luxury, WorldHotelsTM Elite, WorldHotelsTM Distinctive და WorldHotelsTM Crafted.

 

SureStay® Hotels (4) - SureStay®, SureStay Plus®, SureStay Collection® და SureStay StudioSM  **.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ BWHHotels-ის მთავარ საიტს:   https://www.bwhhotelgroup.com/

 

* ციფრები არის დაახლოებითი, შეიძლება შეიცვალოს და თავის თავში მოიცავდეს ისეთ სასტუმროებს, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში არიან.

 

**ქსელში შემავალი კომპანიების ბრენდების ქვეშ მყოფი ყველა სასტუმრო არის კერძო საკუთრებაში და იმართება სასტუმროს მეპატრონის, ან მის მიერ დაქირავებული მმართველი კომპანიის მიერ, ამ ბრენდებისგან დამოუკიდებლად.