მიმდინარე წლის 2 - 3 ივნისს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა პირველი საერთაშორისო გამოფენა, BUYBRAND Transcaucasia Franchise-ი, რომელიც ორი დღის განმავლობაში უწევდა მასპინძლობას გამოფენის მონაწილეებს და დამთვარიელებლებს. გამოფენის პარალელურად, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ასევე ჩატარდა ტრეინინგები Franchising-ის შესახებ.
აღნიშნულ გამოფენაში, სხვადასხვა ცნობილ უცხოურ ბრენდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „Best Western Hotel & Resorts“-ის სათაო ოფისმა, რომელიც წარმოადგინა ამ კომპანიის საერთაშორისო განვითარების დირექტორმა ბ-ნი კარლ დე ლეისმა(Karl de Lacy) და მათთან ერთად, ასევე გამოფენაში მონაწილეობდა ჩვენი კომპანია “Capitol HPS”-ი, როგორც ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი კომპანიისთვის და „Best Western Hotel & Resorts“-ისთვის ეს გამოფენა ძალიან საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. ორი დღის განმავლობაში ჩვენი სტენდებს მრავალი დაინტერესებული დამთვალიერებელი ყავდა, შედგა 15-მდე საქმიანი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა „ბესთ ვესთერნ“-ის სხვადასხვა ბრენდებით დაინტერესება საქართველოში და განხილულ იქნა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.
აღსანიშნავია რომ გაფართოვდა დაინტერესებული კანდიდატების მდებარეობის არეალი, თუ ადრე „ბესთ ვესთერნ“-ის ბრენდებით ძირითადად დაინტერესებას გამოთქვამდნენ თბილისში, ბათუმში და სხვა ისეთ ცნობილ კურორტებზე განთავსებული სასტუმროები როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბორჯომი, დღეს უკვე მათ რიგებს შეუერთდნენ ისეთი ახალი პროექტები რომლებიც მდებარეობენ შემდეგ ლოკაციებზე: ანაკლია, ციხისძირი, მწვანე კონცხი, შეკვეთილი, ქობულეთი, გორი და მესტია.