რატომ „Best Western Hotels & Resorts“- ?

 

1. სრული დამოუკიდებლობა სასტუმროს მართვაში - არ მართავს და არანაირად ერევა სასტუმროს მართვის პროცესში. სასტუმროს  მართავს თვითონ მეპატრონე, თუ, რა თქმა უნდა, აქვს ამის გამოცდილება ან მართვის პროცესში ერთვება მესამე მხარე, კერძოდ ისეთი კომპანია, რომელსაც  სასტუმროების მართვის გამოცდილება გააჩნია. რა თქმა უნდა, სასტუმროს მეპატრონის სურვილით.

ბრენდის ძირითადი მოთხოვნაა, სასტუმროს მომსახურება სრულად შეესაბამებოდეს მათი ქსელის კონკრეტული ხაზის სტანდარტებს.

მათი ჩართულობა სასტუმროს მართვის პროცესში მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ დაეხმაროს სასტუმროს მომსახურების ხარისხის ამაღლებაში, შესაბამისი სტანდარტების დაცვით, გაუზიაროს ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია საერთაშორისო ბაზარზე მუშაობით, ასევე  დაეხმაროს მომსახურე პერსონალის სწავლებასა და ტრენინგში

 

2. დაბალი გადასახადები — მომსახურების გაცილებით შეღავათიანი გადასახადები სხვა ბრენდებთან შედარებით. 

 

3. მუდმივი მხარდაჭერა - დახმარება და კონსულტაციების საშუალება ბრენდის მხრიდან: ნიშნავს იმას, რომ არის მსხვილი, გამოცდილი პარტნიორი, რომელიც დაინტერესებულია საერთო წარმატებით, მუდმივად ახდენს მართვის პროცესების სრულყოფას, ეძებს პოტენციურ სტუმართა ახალ ნაკადებს გლობალურ დონეზე და ყველანაირად ეხმარება სასტუმროს გაყიდვების გაზრდაში

 

4. მოკლევადიანი კონტრაქტები - მინიმუმ ხუთწლიანი კონტრაქტები, ეს მაშინ, როცა სხვა ბრენდებთან შესაბამისი ვადები 15 წლიდან იწყება.