„Capitol HPS“- ის ძირითადი  მიზანია მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში. იგი დაფუძნდა 2016 წელს და შედის Capitol Management - ის პორტფელური კომპანიების სიაში, რომელშიც ჩვენი კომპანიის გარდა გაერთიანებულია სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტი, საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა, სასტუმროების მართვა და ა.შ.) რამდენიმე კომპანია.

 

„Capitol HPS“-ი არის სასტუმროების გლობალური ქსელის, BWH Hotels-ის ოფიციალური დეველოპერი საქართველოში, რომელშიც შედის სასტუმროების შემდეგი 3 ცნობილი კომპანია: WorldHotelsTM-ი, Best Western® Hotels & Resorts და SureStay® Hotels-ი.

 

„Capitol HPS”- ის ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი BWH Hotels“-ის შემავალი  კომპანიების გაფართოებას საქართველოში. დღევანდელი მდგომარეობა ჯგუფში შემავალი ცალკეული კომპანიების მიხედვით ასეთია:

 

„Best Western® Hotels & Resorts“ - ამ ქსელთან თანამშრომლობის მისაღები და მარტივი პირობების გამო,  ჩვენი შეთავაზება საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე.  

 

მიმდინარე მომენტისთვის საქართველოში უკვე გვაქვს „Best Western® Hotels & Resorts“-ის 3 კლასიკური ბრენდის(Best Western®, Best Western® Plus, და Best Western® Premier), 6 სასტუმრო, აქედან 5 არის მოქმედი(თბილისი - 2, ბათუმი, ქუთაისი და გუდაური) და 1 მშენებარე (ბათუმი, რომელიც იხსნება მიმდინარე წლის ივლისში). ამ სასტუმროებით ათვისებული გვაქვს საქართველოს 4 რეგიონის  (ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და აჭარა) 4 ლოკაცია(თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და გუდაური), საიდანაც 2 არის კურორტი(ბათუმი და გუდაური). 

მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისეთ საინტერესო ლოკაციებზე, როგორიცაა: სალხინო, მარტვილის კანიონი, სუფსა, ქუთაისის აეროპორტი და ვანი.

 

WorldHotelsTM -ი ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა 2019 წლის დასაწყისში და დღეისთვის საქართველოში გვაქვს მხოლოდ 1 მშენებარე სასტუმრო, ბრენდით WorldHotelsTM crafted საკურორტო ქალაქ ბორჯომში, კერძოდ ლიკანში, რომლის გახსნაც იგეგმება 2023 წლის ბოლოს.

მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება ორ საინტერესო პროექტზე ქალაქ თბილისში, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან კომპანია WorldHotelsTM -ის ბრენდების შეძენით.

რაც შეეხება SureStay® Hotels -ს, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ამ კომპანიის არც ერთი მოქმედი სასტუმრო.

 

  

გარდა წარმომადგენლობითი ფუნქციისა, ჩვენი კომპანია  ტურიზმის  სფეროში ინვესტიციებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს საკონსულტაციო და საშუამავლო მომსახურეობას ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის: სასტუმროს მართვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის (სასტუმრო, რესტორანი, ბარი და ა.შ)  პროექტირება, მშენებლობა და მათი აღჭურვა.