1. რა წარმოადგენს BWH Hotels -  და რით განსხვავდება იგი სასტუმროების სხვა საერთაშორისო ქსელებისგან?

 

– BWH Hotels - ეს არის სასტუმროების გლობალური ქსელი, რომელიც შედგება სასტუმროების შემდეგი 3 ცალკეული კომპანიისგან: WorldHotelsTM, Best Western® Hotels & Resorts და SureStay® Hotels -ი. ასეთი დიდი პორტფელი პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ BWH Hotels  სასტუმროების მიერთების თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილი ბრენდია.

მაგალითად, თუ სხვა ცნობილი ბრენდები კატეგორიულად განიხილავენ მხოლოდ 75 და მეტ ნომრიან სასტუმროებს, BWH Hotels - , გამომდინარე ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკიდან, განიხილავს ზომით უფრო პატარებსაც, შეიძლება ითქვას, რომ საოჯახო სასტუმროებსაც კი.

ანუ ქსელში გაწევრიანების მსურველი კანდიდატი სასტუმროს მფლობელი არ არის აუცილებელი იყოს მსხვილი უძრავი ქონების მქონე ინვესტორი. ეს შეიძლება იყოს პატარა სასტუმროც, რომელიც კარგად მუშაობს ბაზარზე, აქვს მისაღები ინფრასტრუქტურა და შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი.

მაგალითად, საქართველოში ბრენდთან მისაერთებლად რეგიონებში შეიძლება განვიხილოთ მინიმუმ 40 ნომრიანი სასტუმროც კი, თუ რა თქმა უნდა მას ექნება საინტერესო კონცეფცია და ის დააკმაყოფილებს ბრენდის სტანდარტებს.

BWH Hotels - მოხერხებულობა მდგომარეობს ასევე იმაში, რომ ის მხოლოდ ფრანჩაიზული ბრენდია. ჩვენ არ ვიღებთ ჩვენ თავზე მართვას, პირიქით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მფლობელი. შესაბამისად, BWH Hotels - ი პარტნიორებად განიხილავს სასტუმროს გამოცდილ მფლობელებს, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ სასტუმროს მართვა. ეს პირველ რიგში სასტუმროების მფლობელებს უადვილებს ცხოვრებას.

იცის რა, თუ რა არის ხარისხიანი ოპერაციული მართვა და აქვს თავისი შენობის სახურავზე BWH Hotels - იქსელში შემავალი ერთ-ერთი ბრენდი, სასტუმრო ფაქტიურად ხდება გაყიდვების საერთაშორისო სისტემის ნაწილი, იღებს სასტუმროების საერთაშორისო ქსელის ყველა უპირატესობას, მაგრამ, ამავე დროს, ამ სასტუმროს ყოველდღიური ოპერატიული მართვა მფლობელების ხელშია, რაც იძლევა მნიშვნელოვან ეკონომიას დიდ ბრენდებთან შედარებით.

არსებობს კიდევ ბევრი სხვა საინტერესო განსხვავებული ნიუანსი, მაგალითად, BWH Hotels - ის ბრენდების მომსახურების ფასები. თუ შეადარებთ მისი ბრენდებით სარგებლობის საფასურს, სხვა ფრანჩაიზინგულ ბრენდებს, მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებას იპოვით.

 

 

  1. რა კატეგორიის ბრენდებისგან შედგება BWH Hotels - ის ქსელში შემავალი კომპანიები და რა განსხვავებაა მათ შორის?  

 

BWH Hotels - ი შედგება სასტუმროების 3 ცალკეული კომპანიისგან (WorldHotelsTMBest Western® Hotels & Resorts და SureStay® Hotels) და 19 სხვადსხვა ბრენდისგან, მათ შორის არის როგორც ეკონომიური, საშუალო და მაღალი, ასევე უმაღლესი და ლაქშერი კატეგორიის ბრენდები(მათი დახასიათებები შეგიძლიათ იხილოთ BWH Hotels -ის მთავარ საიტზე -  https://www.bwhhotelgroup.com/), რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ნებისმიერი კატეგორიის და კონცეფციის პროექტი.

 

 

  1. როგორ ხდება ბრენდის შერჩევა?

 

- ბრენდს რა თქმა უნდა ირჩევს კანდიდადი სასტუმროს მეპატრონე ან პროექტის მმართველი გუნდი, გამომდინარე მათი პროექტის ლოკაციიდან და კონცეფციიდან, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი სათაო ოფისი მიიღებს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია საწყის ეტაპზე კონკრეტული პროექტის განსახილველად, შეიძლება თავიდან შერჩეული ბრენდი, ჩვენი ოფისის მიერ  შეიცვალოს სხვა ბრენდით.

 

 

  1. რა უნდა გააკეთოს სასტუმრომ აუცილებლად იმისთვის რომ მიუერთდეს BWH Hotels - ის ქსელს?

 

– ქსელის ყოველი ბრენდისათვის არსებობს ცალკე სტანდარტების ნაკრები. სტანდარტები მკაფიო და გასაგებია. ნებისმიერი სასტუმრო, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ყოფნის პრეტენზია აქვს, უნდა შეესაბამებოდეს მათ.

სტანდარტების ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითია, სადაც ჩამოწერილია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ეხება ე.წ. front of the house-ს, ანუ სასტუმროს წინა ნაწილს, რომელსაც ხედავს სტუმარი. ნომრები, კვების ობიექტები, სტუმართა დერეფნები, კიბის უჯრედები, ლიფტები, ყველაფერი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და მუშა მდგომარეობაში. ფაქტიურად, ამაშია BWH Hotels -ის სტანდარტების ძირითადი პრინციპი.

კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით, მაგალითად

ქართულ ბაზარზე, სასტუმროს შენობაში სივრცეებს, რომლებიც ამ სასტუმროს ნაწილს არ წარმოადგენს. მაგალითად ფიტნესცენტრი, რომელიც გაქირავებულია და იმართება მესამე მხარის მიერ, ან მაღაზია. ყოველწლიური აუდიტისას ეს სივრცეები ასევე მოწმდება. ანუ ნებისმიერი სივრცე, სადაც სტუმარი შეიძლება მოხვდეს სასტუმროს შენობის შიგნით, იქნება ეს ავტოფარეხი, ან მესამე მხარის მიერ დაქირავებული ფიტნესცენტრი, ან მაღაზია ყოველი მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნას, რომელსაც გვიყენებს BWH Hotels -ი.

ხარისხიანი სასტუმროები როგორც წესი აკმაყოფილებენ BWH Hotels-ის მოთხოვნებს. კარგ სასტუმროებს, რომლებიც განიხილავდნენ ქსელთან მიერთების შესაძლებლობას ჩვეულებრივად არც ისე ბევრი რამის შეცვლა უწევთ იმისათვის, რომ დაამაყოფილონ ბრენდის სტანდარტული მოთხოვნები.

ბუნებრივია, ბრენდს აქვს გარკვეული მოთხოვნები დაჯავშნის სისტემასთან, PMS(Property Management System)-თან, და ეს გარკვეული დანახარჯებია მფლობელისათვის, თუ მიერთების მომენტში მას ჯერ კიდევ არ აქვს ასეთი სისტემა. მაგრამ ეს დამატებითი ინვესტიციები გამართლებულია გაყიდვების ნაკადის ზრდით, რომელსაც იწვევს საერთაშორისო ქსელთან მიერთება.

ვინაიდან ჩვენ არ ვმართავთ ჩვენი ქსელის სასტუმროებს, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ასევე ის თუ ვინ მართავს სასტუმროს, თვითონ სასტუმროს მეპატრონე თავის ძალებით, თუ გამოცდილი სასტუმროს მართვის კომპანია, რადგან ეს შემდგომში მნიშვნელოვნად მოქმედებს სასტუმროს გამართულად მუშაობაზე და შესაბამისად სასტუმროს შემოსავლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმროს მეპატრონისთვის, ასევე თვითონ  BWH Hotels -ისთვისაც. გამომდინარე აქიდან ჩვენ ვითხოვთ, რომ კანდიდატმა სასტუმრომ ითანამშრომლოს მხოლოდ გამოცდილ მმართველ კომპანიასთან.

 

 

  1. თუ სასტუმრომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და მიუერთდა BWH Hotels - ის ქსელს, რა შეიცვლება მისთვის სტუმართა ნაკადის, რაოდენობის ხარისხის თვალსაზრისით? რითი ეხმარება ბრენდი, რა შესაძლებლობები უჩნდება სასტუმროს?

 

– სასტუმრო პირველ რიგში იღებს საერთაშორისო ბრენდის სახელის გამოყენების უფლებას. თუ დიდ ქალაქებში დამოუკიდებელი სასტუმროები ასე თუ ისე შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და სტუმრის მოლოდინებს, სამწუხაროდ უმრავლეს რეგიონში სტუმარმა უბრალოდ არ იცის, რას უნდა ელოდოს სასტუმროსაგან.

მაგალითად სტუმარი ირჩევს ორ სასტუმროს შორის ერთ-ერთს, თუნდაც ერთნაირი კატეგორიის საფასურის მქონე სეგმენტიდან, დაუშვათ ერთ-ერთ მათგანს პირობითად ერქვას „ქუთაისი“, ხოლო მეორეს „BestWestern ქუთაისი“ , ბუნებრივია, ის ირჩევს იმ საერთაშორისო სახელს, სერვისის ხარისხსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც მან იცის, ხოლო სასტუმრო, სახელის გარეშე, ფაქტიურად რუსული რულეტია.

ამგვარად, ქსელთან მიერთების შემდეგ შესამჩნევად იზრდება როგორც ინდივიდუალურ, ასევე  კორპორატიულ სტუმართა ნაკადი. ჩვენი რეგიონის შემთხვევაში ეს პირველ რიგში საერთაშორისო გაყიდვებზე აისახება.

BWH Hotels-ის გაყიდვების მთელი გუნდი სისტემატიურად მუშაობს  კორპორატიული კონტრაქტების მოძიებაზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ამიტომ თუ ჩვენ რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი იგეგმება, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ბრენდის გაყიდვების განყოფილება მუშაობს ამ ღონისძიების კორპორატიული შეკვეთების მიღებაზე.

თუ  ბრენდულ სასტუმროს შევადარებთ მის მეზობელ დამოუკიდებელ სასტუმროს, ბრენდული სასტუმროს მფლობელს,  ბრენდის მიმართ სტუმრის ლოიალობის გამო, მეტი შანსი აქვს ელოდოს უფრო მაღალ ADR(Average Daily Rate - საშუალო დღიური ნორმა)-ს და შესაბამისად უფრო მაღალ მოგებას, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მათ ინფრასტრუქტურის დონე და სერვისის ხარისხი ერთნაირია.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ქსელთან მიერთება პირდაპირ აისახება გაყიდვების, ნომრების ფასის და შევსების ზრდაზე.

 

 

  1. როგორი შესაძლებლობები უჩნდება რეგიონულ სასტუმროს ნომრების დაჯავშნასთან დაკავშირებით, BWH Hotels - თან მიერთების შემთხვევაში და იცვლება თუ არა რაიმე ОТА-სთან მის მუშაობაში?

 

– BWH Hotels-ს გააჩნია კორპორატიული კონტრაქტი დაჯავშნის მსხვილ სისტემებთან. თუ თქვენ ხართ ინდივიდუალური სასტუმრო - მუშაობთ ОТА(Online Travel Agency)-ს პირობებით, ხოლო თუ თქვენ ხართ ბრენდის ნაწილი - თქვენთვის ეს პირობები  უფრო მომგებიანი ხდება. ამიტომ ბრენდთან მიერთებისას თქვენ ინარჩუნებთ  ОТА-ს გაყიდვების არხს და ამავე დროს იძენთ საშუალებას უფრო მომგებიანი პირობებით იმუშაოთ მათთან.

 

 

  1. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში სასტუმროს მომსახურე პერსონალის მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელია. არც ისე ბევრ ოტელიერს შეუძლია ასწავლოს თავის თანამშრომლებს საერთაშორისო დონეზე. იღებს თუ არა ოტელიერი ამ მხრივ რაიმე უპირატესობას BWH Hotels-ის სისტემასთან მიერთებით?

 

BWH Hotels -ს აქვს ტრენინგების მთელი სისტემა, ეს პირველ რიგში საწყისი ტრენინგებია გახსნის წინ, მთელი გუნდისათვის ბრენდის შესასწავლად და დამატებით გაყიდვები, revenue management და ა.შ. არსებობს ტრენინგების გრაფიკი, რომელშიც მუდმივად ერთვებიან თანამშრომლები სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება ტრენინგებს გენერალური მენეჯერებისთვისთვის, ამისათვის ბრენდის უნივერსიტეტში გამოყოფილია ცალკე სექცია და სასტუმროს ჩვენ ქსელთან მიერთებისას მასში სწავლა სავალდებულოა. ეს კეთდება იმისათვის, რომ გენერალური მენეჯერებს შესაძლებლობა ჰქონდეთ გაეცნონ BWH Hotels ის კორპორატიულ კულტურასა და დანერგონ ჩვენი საერთაშორისო სტანდარტები სასტუმროს ადგილმდებარეობის მიუხედავად.

 

 

  1. ხდება თუ არა სასტუმრო უფრო მიმზიდველი სამუშაოს მაძიებელი მაღალი კლასის მქონე პერსონალისათვის?

 

–  რა თქმა უნდა, ხართ რა პოტენციური თანამშრომელი, სად ამჯობინებდით მუშაობას და რა ჩანაწერს ისურვებდით საკუთარ რეზიუმეში, „მე ვმუშაობდი სასტუმრო „ქუთაის“-ში, თუ „მე ვმუშაობდი Best Western ქუთაისში, თუნდაც რეგიონში? ბუნებრივია რეზიუმეში საერთაშორისო სასტუმროში მუშაობის გამოცდილების ქონა დიდი პლიუსია თანამშრომლისათვის. ამიტომ ამ შემთხვევაში სასტუმროს მფლობელმა შეიძლება გათვლა გააკეთოს უფრო კვალიფიციური კადრების მიღებაზე.

 

 

  1. შეიძლება თუ არა BWH Hotels-მა გაუწიოს რაიმე დახმარება ქსელში გაერთიანების მსურველ სასტუმროს გუნდის აყვანის ეტაპზე? ან კონსულტაციური, ან ტრენინგული?

 

– ტრენინგული დახმარება გათვალისწინებილია ცალსახად, მაგრამ ეს შესაძლებელია, სასტუმროს გახსნის ბოლო ეტაპზე, ანუ უშუალოდ სასტუმროს გახსნის წინ.

რაც შეეხება კონსულტაციურ დახმარებას შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ეტაპებზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ BWH Hotel Group -ი თვითონ არ მართავს სასტუმროს, ჩვენ  მხოლოდ რჩევებს ვიძლევით.

თუ სასტუმროს ხელმძღვანელს ან GM-ს რაღაც მომენტში ჭირდება პროფესიული დახმარება: რა ფასები დაადოს დღეს, ან როგორ გადაჭრას პრობლემური სტუმრის საკითხი, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მეგობრული კონსულტაციებისთვის. გამოცდილი ოტელიერები, რომლებსაც არაერთი წელია აქვთ ჩვენი ბრენდი, დაადასტურებენ ამას, ჩვენ ყველა მფლობელთან ვამყარებთ ძალზე მეგობრულ ურთიერთობებს, მათ ყოველთვის შეუძლიათ გათვლა გააკეთონ ჩვენს დახმარებაზე.

ამიტომ ჩვენ ოფიციალურად არ ვმონაწილეობთ გუნდის შერჩევაში, არაოფიციალურად რა თქმა უნდა, სიამოვნებით, რჩევასაც მივცემთ და გავცემთ რაღაც რეფერენსს გარკვეულ კანდიდატებზე.

 

 

  1. განვითარების თვალსაზრისით BWH Hotels- მხოლოდ მზა პროექტებში ერთვება, თუ არის საშუალება მომზადების დროს, სასტუმროს მშენებლობისას ჩართვისა?

 

BWH Hotels-ს აქვს ორი მიდგომა:

 

პირველი ვარიანტი: თავის ქსელისათვის უკვე არსებული სასტუმროს მიერთება და მაშინ მოთხოვნები ძალიან მკაცრია, სანამ სასტუმრო არ გაივლის ხარისხის შემოწმებას, მანამ მას არ აქვს უფლება რეკლამა გაუკეთოს თავის თავს, როგორც BWH Hotels - ის ქსელში შემავალმა სასტუმრომ.

 

მეორე ვარიანტი: ყველასათვის ძალზე ადვილია ქსელში ჩართვა მშენებლობის მომენტიდან, როდესაც კორპორატიული გუნდი ერთვება დაგეგმვასა და დიზაინში, ოტელიერი თავიდანვე იღებს ყველა სტანდარტს და შეუძლია თავისი სასტუმრო დაგეგმოს მათ შესაბამისად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც, ოტელიერი რაც უფრო ადრე მიიღებს ამ სტანდარტებს, მით უფრო ადვილი იქნება მშენებლობის გაგრძელება.

მაგალითად, არსებობს გარკვეული პირობები შენობის გათბობასა და კონდიცირებისათვის, და თუ ისინი არ სრულდება, იკარგება სასტუმროს გახსნისწინა შეფასების საკმაოდ მაღალი ქულა, იქამდეც კი, რომ სასტუმრომ შეიძლება ვერ გაიაროს ხარისხის შემოწმება. ამიტომ, ოტელიერს რაც უფრო ადრე ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი გათბობისა და კონდიცირების სისტემა უნდა ჰქონდეს ნაგებობაში, მით უფრო მარტივად მიიღებს ბრენდის გამოყენების უფლებას.

 

 

  1. რაც შეეხება პირობით ინვესტორს, რომელსაც სურს ჩაერთოს სასტუმროს მშენებლობაში, რომელ ეტაპზე უნდა მიმართოს BWH Hotels -?

 

– როგორც წესი, მოქმედებს პრინციპი, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ბაზრის გარკვეული აღქმა და თუ ლაპარაკია ნაკვეთის არჩევაზე, ჩვენ შეგვიძლია ინვესტორს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები. თუმცა პრინციპში არსებობს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც მფლობელი მოგვმართავს დაგეგმვის მომენტში, ან უშუალოდ მშენებლობისას.

მფლობელიც დაინტერესებულია მიიღოს ჩვენი თანხმობა რაც შეიძლება ადრე, ბანკებთან მუშაობის თვალსაზრისით. ბრენდის ქონა უკვე სერიოზული პლუსია, ნებისმიერი ბანკი საქართველოში, უფრო დიდი სიამოვნებით მიდის ბრენდის მქონე პროექტებზე, ვიდრე დამოუკიდებლებზე.

 

 

  1. ყველა ბრენდს გააჩნია გარკვეული მოთხოვნები სასტუმროების მოწყობასთან, მოსაპირკეთებალ მასალებთან, ავეჯთან, სანტექნიკასთან და .. მიიღებს თუ არა სასტუმრო BWH Hotels-ის ქსელში ჩართვის შემდეგ რაიმე პრეფერენციას საზღვარგარეთული მოწყობილობის, ავეჯის, სახმარი მასალებისა და .. შეძენისას?

 

– სხვა ბრენდებთან შედარებით, რომლებიც აყენებენ საკმაოდ ხისტ მოთხოვნებს კონკრეტული მოწყობილობების სპეციფიკაციებზე და მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ დამტკიცებულ ბრენდებთან, BWH Hotels-ის პოლიტიკა ამ საკითხში ძალზე მოქნილია. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. როგორი ლოგოტიპი იქნება კონკრეტულ მოწყობილობაზე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

თუ იქნება ხარისხიანი მოწყობილობა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვუყენებთ კონკრეტულ პროექტს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ბრენდები იქნება ის. ეს ის საკითხია, რომელიც რჩება მფლობელის, გუნდის ხელმძღვანელის განსახილველად. თუ ის თვლის, რომ ადგილობრივი წარმოების ავეჯი აკმაყოფილებს BWH Hotels-ის მოთხოვნებს, ჩვენ ძალზე მშვიდად ვხვდებით ამას.

 

 

  1. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, მოითხოვება თუ არა გარკვეული სტანდარტიზაცია, საერთო გლობალურ საინფორმაციო მმართველობით სისტემაში ჩართვა?

 

– დიახ, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალზე ხისტი მოთხოვნები, ეს პრაქტიკულად ერთადერთი ასპექტია, რომელშიც მოვითხოვთ კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას. ეს აუცილებელია, რომ იყოს სრული კომუნიკაცია გაყიდვების ცენტრალურ ოფისს, დაჯავშნის ცენტრალურ სისტემასა და კონკრეტული სასტუმროს დაჯავშნის სისტემას შორის.

თუმცა, კვლავ ვიტყვი, რომ ეს ერთი სისტემა არ არის, არამედ დამტკიცებული მომწოდებლების ნაკრებია. მფლობელი თვითონ წყვეტს იმ 6 თუ 7 კომპანიას შორის, რომლებთანაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რომელთან უფრო საინტერესო იქნება მისთვის მუშაობა თავის პროექტზე.

 

 

  1. ეძლევათ თუ არა ოტელიერებს შესაძლებლობა, BWH Hotels-თან მიერთებით, გაცვალონ ინფორმაცია სასტუმროთა ბაზარზე სიტუაციის შესახებ, იმაზე, თუ რა ხდება კონკრეტულ რეგიონში?

 

– მოცემულ შემთხვევაში ძალზე აქტიურად მუშაობს ცენტრალური ოფისი და ცენტრალური ოფისის revenue management, რომელიც, ბუნებრივია, მთელ ამ ინფორმაციას აგროვებს თავისთან და ანაწილებს მას დანარჩენ რეგიონებში იმისათვის, რომ გაერკვეს ბაზრის სიტუაციაში, განსაზღვრულ სეზონებზე უფრო უკეთ დააწესოს ფასები, გარკვეული ღონისძიებები, გაზარდოს შემოსავლები და როგორც უკვე ზევით ვთქვით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სხვადასხვა თემებზე ყოველდღიური საკონსულტაციო ურთიერთობებისათვის.