რატომ საერთაშორისო ბრენდი?

 

  • საერთაშორისო ბრენდი ითვლება მისთვის დამახასიათებელი სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი დონის გარანტორად. შესაბამისად, ნებისმიერი კატეგორიის ტურისტი უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისა და სასტუმროს შერჩევისას, პირველ რიგში ეძებს ცნობილ ბრენდს. უბრენდო სასტუმროს უცნობი სახელი მას არაფერს  ეუბნება და არც ხარისხის გარანტიას აძლევს; 

  • უბრენდო სასტუმროს, ბრენდის შეძენის და შესაბამისი სტანდარტების მიღწევის შემდეგ, საშუალება ეძლევა აწიოს ნომრის საშუალო ღირებულება და შესაბამისად, გაზარდოს საერთო შემოსავალი.   

 

  • ონლაინ სამოგზაურო სააგენტოების — ოსს (OTA — Online Travel Agency)  მომსახურებით სარგებლობისას,ბრენდული სასტუმროების გადასახდელი საკომისიოები უფრო  დაბალია,  ვიდრე  ეს უბრენდო სასტუმროების შემთხვევაში იქნებოდა, ჯამში კი გამოდის:ბრენდის ქვეშ მუშაობისას ნაკლები საკომისიოებით მეტი შემოსავალი შეგიძლიათ მიიღოთ; 

  • ბრენდირების შემდეგ, დამოუკიდებელ, უბრენდო სასტუმროებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ გაყიდვების საერთაშორისო არხები, ანუ გლობალური სადისტრიბუციო სისტემები — გსს ( GDS — Global Distribution Systems).  ჩნდება კითხვა, რა აუცილებელია ამ სისტემების გამოყენება თუ თავისუფლად შეიძლება ოსს-ის რესურსის გამოყენება, პასუხი ასეთია: OTA-ს მომხმარებლები, ძირითადად არიან ინდივიდუალური ტურისტები, ანუ კერძო პირები; რაც შეეხება კორპორაციულ კლიენტებს, რომლებიც საოცნებოა ყველა სასტუმროსთვის, ისინი სარგებლობენ მხოლოდ გსს-ის მომსახურებით და თუ სასტუმრო არ სარგებლობს ამ რესურსით, მაშინ ის კარგავს ბევრ პოტენციურ კლიენტს კორპორაციული კლიენტების სახით, რომლებიც ამ შემთხვევაში ისარგებლებენ ქსელური სასტუმროების მომსახურებით, რადგან მათთვის ქსელური სასტუმრო, პირველ რიგში, არის კომპანიის რეპუტაცია, მეორე მხრივ კი — გარანტირებული და ხარისხიანი სერვისი. 

  • უფრო მეტია ინტერესი და ნდობა ბანკებთან ურთიერთობაში, როგორც პროექტის განხორციელებისათვის კრედიტების ასაღებად, ასევე მოქმედი სასტუმროს, როგორც საკრედიტო რესურსად გამოყენების შემთხვევაში.  ბრენდი ხომ ფაქტობრივად არის ბიზნესის სწორი მართვის, შესაბამისად კი გაყიდვების ზრდის გარანტია. აქედან გამომდინარე, ბანკები ასეთი პროექტების დაფინანსებას მიიჩნევენ უფრო ნაკლებსარისკოდ; 

 

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ბაზარზე არსებული გაზრდილი კონკურენცია აუცილებელს ხდის მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების დანერგვას და მათ შენარჩუნებას, რაც ბრენდის გარეშე ძნელად მისაღწევია.