Best Western-ის პირველი საერთაშორისო სასტუმრო ქუთაისში T3 Hospitality Management-ის მმართველობის ქვეშ.
პირველი სასტუმრო 12 სასტუმროს პროექტიდან რომელთა გახსნაც საქართველოში იგეგმება.
Best Western-მა ესპანური სასტუმროები მმართველი კომპანიის მენეჯმენტით გახსნა 12 სასტუმროდან პირველი სასტუმრო, რომლის ფუნქციონირებაც ამ კომპანიის მმართველობით ხორციელდება საქართველოში, მიზანი საქართველოს ძირითად რეგიონებში კიდევ 11 სასტუმროს გახსნაა 6 წლის განმავლობაში.
ამ პირველი სასტუმროს მმართველობით სფეროზე პასუხისმგებლობას იღებს „T3 Hospitality Management“-ი მისი პროფესიონალიზმის, საერთაშორისო ხასიათის და გამოცდილების ქონით ამ სექტორში/
გახსნის ცერემონია რამდენიმე დღის წინ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, დამსწრეთა შორის იყვნენ ასევე სასტუმროს მეპატრონეები და T3 Hospitality Management-ის აღმასრულებელი დირექტორი სებასტიან ლოდერი.
The Best Western Kutaisi არის 45 ნომრიანი სასტუმრო და იგი მდებარეობს ევროპული ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრში.
სასტუმროს აქვს 45 ნომერი და 2 რესტორანი. ის მდებარეობს საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც განლაგებულია პარლამენტის შენობა. ეს არის პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ამ ქალაქში რაც განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს და ამ ბაზარზე მას ლიდერობას ანიჭებს.
თანამედროვე დიზაინის მყუდრო სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს მსოფლიო დონის სტუმართმოყვარეობისთვის დამახასიათებელ მომსახურებას, რაშიც ქართველები კარგად არიან განთქმულნი. სასტუმრო განკუთვნილია როგორც ბიზნეს კლიენტების ასევე დასვენებისთვის, დაარსების მიზანს გასტრონომიულ სფეროში პოზიციონირებაც წარმოადგენს როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სამზარეულოს მეშვეობით, რაც აერთიანებს სხვადასხვა კულინარიულ ნიმუშებს.
როგორც ბატონი სებასტიან ლოდერი ამბობს: „შესანიშნავია, რომ საშუალება მოგვეცა ეს პროექტი დაგვეწყო ამ სასტუმროს გახსნით, რაც დიდი მნიშვნელობის მქონეა, განსაკუთრებით იმიტომ რომ აქცენტი კეთდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე- არც მეტი არც ნაკლები 12 სასტუმრო რეგიონში. ესპანური კომპანიის საერთაშორისო ხასიათი არის ის ძირითადი ფაქტორი, რითაც ჩვენი კომპანია გახდა რჩეული ამ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის სამართავად“.
ბესტ ვესტერნისთვის ეს მეორე სასტუმროა საქართველოში, რადგან ბრენდის ქვეშ უკვე ფუნქციონირებს სასტუმრო ქალაქ თბილისის ცენტრში, რაც საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სასტუმროთა რაოდენობის ზრდის გეგმის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც უფრო და უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს მისი მრავალფეროვანი სამზარეულოს, ღრმა ფესვების მქონე კულტურის და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით ევროპასა და აზიის საზღვრებში.
თავის მხრივ დიდი მნიშნვნელობის მქონე ფაქტია ასეთი მაღალი დონის მართვის კომპანიასთან თანამშრომლობა. ეს ალიანსი ტურიზმის სექტორში ერთგვარი დასაყრდენის მოპოვების საშუალებაა, რასაც ამ დიდი გამოცდილების მქონე ჯგუფთან მუშაობა იძლევა.
სტატიის ორიგინალი