www.capitolhps.ge
Ge | En
  • ჩვენ შესახებ
  • BWH Hotel Group
  • პარტნიორები
  • სიახლეები
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • BWH Hotel Group
  • პარტნიორები
  • სიახლეები
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
25 / 09 / 2017

ბრენდის საკომისიოების სტრუქტურის ცვლილება

გვინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე თვიდან იცვლება ბრენდის საკომისიოების სტრუქტურა. განახლებული ...

24 / 07 / 2017

საქართველოს კიდევ ორი სასტუმრო „ბესთ ვესთერნ“-ის დიდ ოჯახში

ამ თვეში საქართველოში კიდევ ორმა სასტუმრომ წარმატებით გაიარა „ბესთ ვესთერნ პლიუს“-ის ...

29 / 06 / 2017

Stratosphere და Aquarius სასტუმროები ლას ვეგასში Best Western-ს უერთდება

სასიამოვნო სიახლე Best Western Hotels & Resorts-სგან. ჩვენი ქსელის ბრენდ - “BW Premier Collection”-ს  Stratosphere კაზინო, ...

03 / 06 / 2017

საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND Transcaucasia Franchise

მიმდინარე წლის 2 - 3 ივნისს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა პირველი ...

  • <
  • 1
  • 2
  • ...
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • >
© 2017 | Privacy Policy
Created By - LEMONS
25 / 09 / 2017

ბრენდის საკომისიოების სტრუქტურის ცვლილება

გვინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე თვიდან იცვლება ბრენდის საკომისიოების სტრუქტურა. განახლებული ვარიანტი, რომელიც დღეისათვის უკვე მოქმედია, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენივე საიტის „ბესთ ვესთერნ“-ის გვერდზე - http://capitolhps.com/en/terms-and-payment .

24 / 07 / 2017

საქართველოს კიდევ ორი სასტუმრო „ბესთ ვესთერნ“-ის დიდ ოჯახში

ამ თვეში საქართველოში კიდევ ორმა სასტუმრომ წარმატებით გაიარა „ბესთ ვესთერნ პლიუს“-ის სტანდარტებთან შესაბამისობის ინსპექტირება და სულ მალე ისინი ოფიციალურად გაწევრიანდებიან „ბესთ ვესთერნ“-ის ქსელში. ერთი მათგანი განლაგებულია სამთო კურორტ ბაკურიანში და მეორე საზღვაო კურორტ ბათუმში.

დღემდე საქართველოში ფუნქციონირებდა „ბესთ ვესთერნ“-ის ქსელში შემავალი მხოლოდ ორი სასტუმრო: „ბესთ ვესთერნ თბილისი არტ ოტელი“ და „ბესთ ვესტერნ ქუთაისი“. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ოთხი სასტუმრო იქნება გაერთიანებული „ბესთ ვესთერნ“-ის დიდ ოჯახში.

მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები რამდენიმე საინტერესო პროექტზე და ახლო მომავალში შესაძლებელია ეს ციფრი საგრძნობლად გაიზარდოს.“

 

 

 

 

29 / 06 / 2017

Stratosphere და Aquarius სასტუმროები ლას ვეგასში Best Western-ს უერთდება

სასიამოვნო სიახლე Best Western Hotels & Resorts-სგან. ჩვენი ქსელის ბრენდ - “BW Premier Collection”-ს  Stratosphere კაზინო, სასტუმრო და ცათამბჯენი და Aquarius Casino Resort - რომელთა მესაკუთრე  გახლავთ კაზინოს მფლობელი კომპანია -American Casino and Entertainment Properties - შეუერთდა.

ამ მსოფლიოში ცნობილ დაწესებულებათა Best Western-ის პორტფოლიოში შეყვანა, ყველაზე დიდი გარიგებაა ბრენდის 70 წლიან ისტორიაში.

Stratosphere 1996 წელს გაიხსნა და ყველაზე მაღალი ნაგებობაა ლას ვეგასში, მსოფლიოში ცნობილი სადამკვირვებლო პლატფორმით რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ირგვლივ მდებარე ტერიტორიების დათვალიერბა.

Aquarius Casino Resort გახლავთ უდიდესი, ყველაზე სახელგანთქმული და მდიდარი სათამაშო ადგილი. Aquarius Casino Resort მომხმარებელს სთავაზობს მრავალგვარ სერვისებს, მათ შორისაა რესტორნები რომელიც ემსახურება ყველა გემოვნების სტუმარს.

Stratosphere -მა სულ ახლახან მიიღო 22 Best of Las Vegas Awards  ლას ვეგასის მიმოხილვის ჟურნალის მკითხველთა უახლეს გამოკითხვაში სახელად - საუკეთესო Las Vegas Strip კაზინო სასტუმროს ქონება.  ამ ჯილდოებს შორის იყო _საუკეთესო ხედი, მიმზიდველი ადგილი და მაღალი დონის სასადილო.

Aquarius-ი ფლობს 11 ჯილდოს Mojave Valley-ის ყოველდღიური გამომცემლობისგან, ამასთან  მოპოვებული აქვს Laughlin Buzz-ის 19 საუკეთესო ჯილდო  2017 წელს.

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ქვედა ლინკზე:

 

https://www.hotelnewsresource.com/article95222.html

 

      

 

     

 

   

 

  

 

 

03 / 06 / 2017

საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND Transcaucasia Franchise

მიმდინარე წლის 2 - 3 ივნისს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა პირველი საერთაშორისო გამოფენა,  BUYBRAND Transcaucasia Franchise-ი, რომელიც ორი დღის განმავლობაში უწევდა მასპინძლობას გამოფენის მონაწილეებს და დამთვარიელებლებს. გამოფენის პარალელურად, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ასევე ჩატარდა ტრეინინგები Franchising-ის შესახებ.

 აღნიშნულ გამოფენაში, სხვადასხვა ცნობილ უცხოურ ბრენდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „Best Western Hotel & Resorts“-ის სათაო ოფისმა, რომელიც წარმოადგინა ამ კომპანიის საერთაშორისო განვითარების დირექტორმა ბ-ნი კარლ დე ლეისმა(Karl de Lacy) და მათთან ერთად, ასევე გამოფენაში მონაწილეობდა ჩვენი კომპანია “Capitol HPS”-ი, როგორც ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი კომპანიისთვის  და „Best Western Hotel & Resorts“-ისთვის ეს გამოფენა ძალიან საინტერესო და შედეგიანი გამოდგა.  ორი დღის განმავლობაში  ჩვენი  სტენდებს მრავალი დაინტერესებული  დამთვალიერებელი ყავდა, შედგა 15-მდე საქმიანი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა  „ბესთ ვესთერნ“-ის სხვადასხვა ბრენდებით დაინტერესება საქართველოში და განხილულ იქნა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

აღსანიშნავია რომ გაფართოვდა დაინტერესებული კანდიდატების მდებარეობის არეალი, თუ ადრე „ბესთ ვესთერნ“-ის ბრენდებით ძირითადად დაინტერესებას გამოთქვამდნენ თბილისში, ბათუმში და სხვა ისეთ ცნობილ კურორტებზე განთავსებული სასტუმროები როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბორჯომი, დღეს უკვე მათ რიგებს  შეუერთდნენ ისეთი ახალი პროექტები რომლებიც მდებარეობენ შემდეგ ლოკაციებზე: ანაკლია, ციხისძირი, მწვანე კონცხი, შეკვეთილი, ქობულეთი, გორი და მესტია.